26 მაისი – საზეიმო ღონისძიებები გორში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები მიმდინარეობს გორში. დღეს ადგილზე პრემიერ მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იყვნენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია სხვადსხვა სახის საგამოფენო სივრცე. მიმდინარეობს საბავშვო, შემეცნებითი, საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების თემატიკით აქტივობები. მოწყობილია სიმბოლური საპასპორტო კონტროლი, ადგილზე განთავსებულია კვების და ტკბილეულის სივრცეები. 17 საათსა და 10 წუთზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
ნინო ფისაძე გორიდან.