ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – საქართველოს ყველა რეგიონში, დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნება. 12 რეგიონში, ისტორიულ-კულტურულ ძეგლებთან წვევამდელებმა ფიცი დადეს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი წლევანდელი ღონისძიებები დაეფუძნა კონცეფციას – „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს”. საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, კათოლიკოს-პატრიარქმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა მიმართეს.
როგორ ჩაიარა 26 მაისის მთავარმა ღონისძიებამ? – ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე