26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

18:36, 26.05.2025

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სპეციალურად მოწყობილი სპორტული სივრცე, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დაათვალიერა.

26 მაისისთვის მოეწყო საგამოფენო და ვირტუალური სივრცეები, ფოტოს გადასაღები ადგილები, დაიგეგმა სხვადასხვა სპორტული აქტივობა: მაგიდის თამაშები – ნარდი, შაში, ჭადრაკი, გო, ასევე, მაგიდის ჩოგბურთი, მაგიდის ფრენბურთი; სახალისო ფეხბურთი, სახალისო კალათბურთი და სახალისო ჩოგბურთი. ორბელიანის მოედანზე ასევე მოწყობილია სპეციალური სივრცე „შეხვედრა ლეგენდასთან“, რომლის სტუმრებს შეუძლიათ ცნობილ ქართველ სპორტსმენებს შეხვდნენ და გაესაუბრონ.

მსგავსი