26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
თავისუფლების მოედანზე მოქალაქეებს სამხედრო ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. პირველად არის წარმოდგენილი დელტას „დიდგორი მეომარი“ – რომელიც საექსპორტოდაა შექმნილი. გამოფენილია თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებული ტექნიკა, აღჭურვილობა-შეიარაღება, მათ შორის თოფები და შაშხანები. მოქალაქეების შესაძლებლობა აქვთ, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოსურათები და სპეციალისტებისგან მოისმინონ სამხედრო კომპონენტის შესახებ ინფორმაცია.