26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
 დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ტრადიციულად წვევამდელების ფიცის დადებით დაიწყო. ახალწვეულებმა ფიცი დადეს ღვთისა და ერის წინაშე, ქვეყნის ექვს რეგიონში. ადგილები საგანგებოდ შეირჩა. სამეგრელოში – ნოქალაქევში; იმერეთში – გეგუთის სასახლეში. კახეთში – ვეჯინში, ამაღლების მონასტერთან; შიდა ქართლში – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის შედევრად მიჩნეულ სამთავისის კათედრალთან. მცხეთა-მთიანეთში – დარიალის ხეობაში და თბილისში, თავისუფლებს მოედანზე. ფიცი ჯამში 700-მდე წვევამდელმა დადო, რომელსაც თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებდით თვალს.
ანა ბროლაძე დეტალებით.