დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა – ქვეყანა მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობს. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 107 წელი გავიდა. ახალწვეულებმა ფიცი დადეს ღვთისა და ერის წინაშე ქვეყნის ექვს რეგიონში, რასაც ჩვენს პირდაპირ ეთერში ადევნებდით თვალს. თავისუფლების მოედანი უკვე დატოვეს სამხედრო მოსამსახურეებმა. ის ამ დრომდე გადაკეტილი იყო, თუმცა, ახალა უკვე გაიხსნა ყველა სტუმრისთვის. დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღინიშნება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
26 მაისს ზეიმობენ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი ღონისძიებებით. ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სცენა და კონსტრუქციები. დაგეგმილია გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. შესრულდება საქართველოს ჰიმნი.
მერაბ წულუკიძე მოგვიყვება დეტალებს ბათუმიდან.