მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს ისტორიაში – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 107 წელი გავიდა. დღეს სრულიად საქართველოში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, რომელსაც ჩვენი მაყურებელი „მოამბის“ უწყვეტ ეთერში ნახავს.
საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები – დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები 21 მუნიციპალიტეტსა და ქალაქში გაიმართება, რომელთა მთავარი შემადგენელი ნაწილი სამხედრო კომპონენტი და წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია იქნება, რისთვისაც ექვსი ისტორიული ადგილია შერჩეული. საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი. აჟღერდება საქართველოს ჰიმნი.
ანა ბროლაძე შემოგვიერთდება თავისუფლების მოედნიდან, სადაც ძირითადი სამზადისი უკვე დასრულებულია – როგორია განწყობა და როგორ მიმდინარეობს მზადება ქვეყნის მთავარ მოედანზე.