26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ზუსტად 103 წლის წინ, 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების შემდეგ, მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. სიტყვით გამოვიდა პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. თბილისის გარდა, ფიცის დადების ცერემონია – სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთაში გაიმართა.

ანა ბროლაძე იმყოფება ადგილზე და გვიერთდება დეტალებით.

მოამბე