26 მაისი - სამზადისი რეგიონებში

ისტორიული თარიღის აღსანიშნავად სამზადისია რეგიონებშიც.

საზეიმო პროგრამა გამოფენებს, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს და სპორტულ აქტივობებს აერთიანებს. საკუთარ სტენდებს სხვადასხვა უწყება ამჯერად თბილისთან ერთად სხვადასხვა ქალაქში წარმოადგენს, მეწარმეები კი საკუთარ ნაწარმს და პროდუქციას გამოფენენ. იქნება თემატურ ნაწილებად დაყოფილი საგამოფენო სივრცეები. 26 მაისის აღნიშვნა გალა-კონცერტებით დასრულდება. წელს საქართველო დამოუკიდებლობის 105 წელს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს, დღევანდელ რუსთაველის და მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა და ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.