26 მაისი - სამხედრო ტექნიკის გამოფენა თბილისში

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად ეწყობა სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენები.

წელს მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში არსებული ქართული და უცხოური წარმოების ტექნიკისა და აღჭურვილობის დათვალიერება შეუძლიათ საქართველოს 15 ქალაქში, მათ შორის თბილისში. თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი სამხედრო კომპონენტის მიმართ ყოველ წელს განსაკუთრებული ინტერესია.