პოლიტიკური შეფასებების თემაა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ხელისუფლების არამშვიდობიანი გზით შეცვლის შესახებ. გედევან ფოფხაძის განცხადებას რადიკალიზაციასა და პარლამენტის შენობის პიკეტირებაზე, ასევე ხელისუფლების პარალიზების შესახებ, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილი ძალადობით ხელისუფლების შეცვლას ემიჯნება და აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. მათი განცხადებით, 26 მაისი სახალხო ზეიმის დღეა და ოპოზიციის ნაწილი, ქართველ ხალხთან ერთად მშვიდობიანი გზით აპირებს ამ დღის აღნიშვნას. ხელისუფლების განცხადებით კი – რადიკალური ოპოზიცია ახალ სცენარს აანონსებს, თუმცა, მმართველი გუნდის განცხადებით, ქვეყანაში ყველა სტრუქტურა მაღალ დონეზეა და ოპოზიცია არეულობის შემოტანას ვერ შეძლებს.