26 მაისი – ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა

15:19, 26.05.2026

თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა. გადაიფრინა საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენმა აპარატებმა. ქალაქის მთავარ მოედანზე, ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, „დელტას“ ექსპოზიცია გაიმართა, სადაც ტრადიციულად, სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების საბრძოლო მანქანები წარმოადგინეს. მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, დელტას მიერ დამზადებული სხვადასხვა საბრძოლო ნაწარმი, მათ შორის ნაღმსატყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვა ტექნიკა და აღჭურვილობა იხილონ.

მსგავსი