26 მაისი – ეროვნული ჰიმნი მთელი ქვეყნის მასშტაბით
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გრძელდება. ცოტა ხნის წინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ორბელიანის მოედანზე, სიმბოლურად ეროვნული ჰიმნი შესრულდა. ჰიმნი ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე დაიწყო, მაშინ როცა მაშინდელმა ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ადგილზე სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობა იმართება. თათია კუჭუხიძე მუშაობს ადგილზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.