26 მაისი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

15:12, 26.05.2025

26 მაისი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი დღეს 86 წლის გახდებოდა. მერაბ კოსტავამ, საქართველოს პირველ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა მთელი ცხოვრება.

მერაბ კოსტავა საბჭოთა რეჟიმმა არაერთხელ დააპატიმრა და გადაასახლა, მას განსაკუთრებული რეჟიმის საპატიმროებში უხდებოდა სასჯელის მოხდა. 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის.

1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 2013 წლის 26 სექტემბერს მერაბ კოსტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

მსგავსი