108 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ქვეყანა ყველაზე ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება.
ხვალ 26 მაისს, საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება. ეპიცენტრი იქნება დედაქალაქი. თავისუფლების მოედანზე წვევამდელები სამხედრო ფიცს დადებენ. პარალელურად ფიცის დადების ცერემონია 12 ისტორიულ ადგილზე გაიმართება. სამხედრო აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოფენა, გასართობ-შემეცნებითი და კულტურული აქტივობები, სამინისტროები თემატური პავილიონებით, სპორტული შეჯიბრებები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა – სახალხო ზეიმი მთელ საქართველოს მოიცავს. დასკვნითი ღონისძიება – გალა კონცერტი საღამოს რვა საათიდან ორბელიანების მოედანზე გაიმართება. „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს“ – წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700-ზე წლისთავსაც აღნიშნავს – შესაბამისად ეროვნული დღესასწაულის მთავარი სლოგანი, სწორედ ქართლის მოქცევის ისტორიულ თარიღს უკავშირდება.