26 მაისი – ბულგარეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ბულგარეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გამოვხატავ კმაყოფილებას ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაუმჯობესებისკენ მიმართულ მისწრაფებას ემყარება,“ – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს უზბეკეთის პრეზიდენტიც. მისი განცხადებით, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი საიმედო და დიდი ხნის პარტნიორია.