26 მაისი - ანტონიო გუტერეში საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ანტონიო გუტერეში წერს: „ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს საუკეთესო სურვილებს ქართველი ხალხის მიმართ.

ეროვნული დღესასწაულები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყნის მიერ განვლილი გზის, საერთაშორისო საზოგადოებაში მისი წვლილისა და მისი მომავლის განმსაზღვრელი მისწრაფებების გასააზრებლად. ისინი ასევე შეგვახსენებენ, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიალოგი და სოლიდარობა გლობალური გამოწვევების დაძლევაში.

დღეს მსოფლიო უმწვავესი გამოწვევების წინაშე დგას: არსებული ომების დასრულება და ახლის პრევენცია; კლიმატის კრიზისის დაძლევა; უთანასწორობის შემცირება და მოწინავე ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი მართვა. ამ და სხვა გამოწვევების დაძლევა მოითხოვს მრავალმხრივ თანამშრომლობაში განახლებული ენერგიით ჩართვას და მის მხარდაჭერას მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და ადამიანის უფლებების დასაცავად“.