25 წელი სოხუმის დაცემიდან

27 ივლისს სოჭში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება წინა შეთანხმებების მსგავსად დროებითი აღმოჩნდა. 16 სექტემბერს სეპარატისტებმა სოხუმზე ყველა მხრიდან მასიური შეტევა დაიწყეს, რაშიც რუსული ავიაციაც ეხმარებოდა.

ქართული შენაერთები, რომლებსაც სოჭის შეთანხმების მიხედვით, საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილი აფხაზეთიდან უკვე გაყვანილი ჰყავდათ, უთანასწორო ომში დამარცხდნენ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და ადგილობრივი მთავრობის წევრები, რომლებმაც ცეცხლშიგახვეული სოხუმი არ დატოვეს, სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და დახვრიტეს. დახოცეს ის ადგილობრივებიც, რომლებმაც ქალაქიდან გასვლა ვეღარ მოასწრეს.

ომის მძიმე ქრონიკას გურამ როგავა გაგვახსენებს.