25 წელი მსოფლიო საოპერო სცენაზე

სცენაზე ყოფნის 25 წელი.

მსოფლიო დონის ქართველი საოპერო შემსრულებელი გიორგი გაგნიძე საიუბილეო თარიღს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ონლაინ-ფორმატით აღნიშნავს. საქართველოდან 17 წლის წინ წასული ბარიტონი წლებია მსოფლიოს ცნობილ საოპერო თეატრებთან თანამშრომლობს. საერთაშორისო აღიარება კი 2005 წელს ვერდის ფესტივალმა მოუტანა.