25 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან

12:21, 11.09.2026

25 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან – 2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ორი თვითმფრინავით ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახნენ. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა. 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების სერიას ამერიკაში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, კიდევ ერთხელ აიღოს ვალდებულება, რათა ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი შეიქმნას. ანტონიუ გუტერეშმა მომხდარს „კაცობრიობაზე თავდასხმა“ უწოდა, რომელმაც მსოფლიოზე წარუშლელი კვალი დატოვა.

მსგავსი