25 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან – აშშ-ის საელჩოს განცხადება
11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„დღეს 25 წელი გავიდა ტერორისტული თავდასხმებიდან – ტრაგედიიდან, რომელმაც 2 977 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სამუდამოდ შეცვალა ამერიკა. ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას, ამ ტრაგედიის ჟამს გამოვლენილ გმირებსა და ამერიკული სულის სიმტკიცეს. წარმოუდგენელი ბოროტების წინაშე ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ ჩვენ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით და არასდროს დავნებდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.