25 წ ლის ქალის მკვლელობის საქმე

25 წლის გალინა ნოზაძის განსაკუთრებული სისასტიკით და გენდერის ნიშნით მკვლელობაში ბრალდებული, მისი მეუღლე თემურ ყარალაშვილი, დამნაშავედ ცნეს და უვადო პოატიმრობა მიესაჯა.

დაცვის მხარის პოზიციით, საწვავი მის მეუღლეს, მსჯავრდებულმა მიასხა, თუმცა მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და მის ქმედებას 117-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევდა. ოჯახის და ადვოტაკების მტკიცებით კი საქმეში არაერთი მტკიცებულება მიუთითებდა, რომ მკვლელობა გენდერული ნიშნით იყო ჩადენილი.

შემზარავი დანაშაული 2024 წლის 12 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა. შემთხვევას გარდაცვლილის სამი მცირეწლოვანი ბავშვი შეესწრო. დამწვრობის შედეგად გალინა ნოზაძე კლინიკაში გარდაიცვალა.