ფერმერი, რომელმაც თბილისი დატოვა და ლაგოდეხში ბიო მეურნეობა შექმნა. პაატა წულაიას ჰარმონიული ურთიერთობა ბუნებასთან – ანუ, როგორ უნდა მოექცე მიწას, რომ შენც სარგებელი მიიღო და ნიადაგიც ჯანსაღი გქონდეს! რაშია ბიოფერმერის წარმატების საიდუმლო? გონიერი ფერმერისგან გაიგეთ: როგორ გავანაწილოთ რაციონალურად ჩვენი მიწის ნაკვეთი?! რა მნიშნელობა აქვს ცხოველთა კეთილდღეობას, თესლბრუნვას და ბუნების ენის შესწავლას…
ახალი ინოვაციური საწარმო, რომელიც მთელ საქართველოს როგორც სტანდარტული, ასევე დამყნობილი ჩითილით მოამარაგებს. კიდევ ერთი შესაძლებლობა ფერმერებისათვის, ისარგებლონ აგრონომების დახმარებით, მიიღონ უფასო კონსულტაცია და შედეგად უხვი მოსავალი.
შვეიცარული გამოცდილება, რომელსაც გიორგი ალადაშვილი რუისპირში იყენებს.ახალგაზრდა ფერმერი, რომელიც ვენახს გუთნით ამუშავებს, მიწას ბალახეულ ნაყენს ასმევს, ვაზს, როგორც ცოცხალს, ისე უვლის და ღვინით უკვე მსოფლიოს აოცებს.