25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის

18:40, 19.05.2026

25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის – ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კონკურსს აცხადებს. აღნიშნული მოიცავს რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელოსა და სვანეთს. ამ რეგიონებში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიმდინარე წლის 18 მაისიდან 17 ივნისამდე საშუალება აქვთ, ელექტრონული პორტალის grants.gov.ge -ზე წარადგინონ განაცხადები, რომლებსაც სპეციალურად პროგრამისთვის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისია შეაფასებს.

მსგავსი