ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი 

12:17, 23.10.2026

საქართველოში მყოფ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ბათუმში საგარეო უწყების ხელმძღვანელი მასპინძლობს. საქართველოს ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ესტუმრნენ. ამ წუთებში  მაკა ბოჭორიშვილისა და მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა იმართება.

შეხვედრაში მონაწილეობენ: თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბახტიორ საიდოვი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პრესკონფერენციას გამართავს.

მსგავსი