ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება ფესტივალი, რომელიც საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში იმართება. „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ უკვე მეცამეტედ ტარდება. წარმოდგენილია ჯამში 85 ნამუშევარი, 24 ქვეყნიდან. საფესტივალო პროგრამა მოიცავს ანიმაციური ფილმების ჩვენებებს, საბავშვო აქტივობებს, გამოფენებს, სემინარებს, მასტერკლასებს, შეხვედრებს ხელოვანებთან, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ღონისძიებებს. საფესტივალო ჩვენება იაპონელი რეჟისორის, კოჯი იმამურას ანიმაციური ფილმის „გაზაფხულის ზღვის“ ჩვენებით დაიწყო. ასევე აჩვენეს რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციური ფილმი „როცა ზღვა იყო მშვიდი“. ფესტივალი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ისაიამ დააფუძნა.