საქართველო გლობალურ მმართველობით კვლევაში

18:24, 05.10.2026

მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ „ევრომონიტორის“ ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. საქართველოს პარლამენტი ევროპის საუკეთესო ათეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში  16-ე პოზიციაზე იყო. „ევრობარომეტრი“ არის გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელსაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები თუ სააგენტოები იყენებენ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის.

მსგავსი