პროექტი „თეატრალური ზაფხული“ გრძელდება
პროექტი თეატრალური ზაფხული გრძელდება. დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა, ამჯერად, ჩხოროწყუში წარმოადგინა სპექტაკლ „ხალდეს“ საპრემიერო ჩვენება. სპექტაკლი მე-19 საუკუნის 70-იან წლებში სვანეთის სოფელ ხალდეს მოსახლეობის გმირობაზე და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებაზე გვიამბობს. მორიგ სპექტაკლს დმანისის თეატრი აბაშაში გამართავს.