აფხაზეთის მთავრობის სხდომა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, დევნილთა ხელშეწყობის, შრომით ბაზარზე მათი ინტეგრაციისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, ახალ პროგრამებს იწყებს. ინიციატივის ფარგლებში, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით სასწავლო კურსები დაფინანსდება, გაიცემა სახელოვნებო სტიპენდიები და აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებში სტაჟირების პროგრამა ამოქმედდება.