სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება თელავში. ვარდოშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტების დემონტაჟი განხორციელდება, გადაწყვეტილება შენობების მდგრადობასთან დაკავშირებით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღეს.
უკვე ინფორმირებულები არიან კომერციული ფართების მფლობელები, რომ ხევის მიმდებარედ 10 მეტრის რადიუსში ყველა შენობა დემონტაჟს ექვემდებარება. მეპატრონეები, ალტერნატიულ ფართს ან კომპენსაციას მიღებენ. ფართების მფლობელთა ნაწილი, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ხევის პირას არსებული შენობები მყარია და საფრთხეს არ წარმოადგენს.