ოთხი წელი გუდაურის ტრაგედიიდან
გუდაურთან 2022 წელს სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს. ტრაგიკული შემთხვევიდან ოთხი წელი გავიდა. სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. შს და ჯანდაცვის მინისტრებმა ადგილზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ტრაგიკული შემთხვევა 2022 წლის 29 ივლისს გუდაურთან მოხდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი რვა ადამიანი – შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ.