საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა
აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება. ქობულეთში ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში 850 მეტრის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის საფარი დაიგება. ადგილზე საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულებულია და ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტირებული გზით 30 ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოები მიმდინარეობს ხელვაჩაურშიც, მაჭახელის ხეობაში, სადაც ოთხ ადგილზე საყრდენი კედლების მოწყობა მიმდინარეობს.