„თბილისი პიანო ფესტი 2026“ დასრულდა

12:30, 29.06.2026

„თბილისი პიანო ფესტი 2026“ დასრულდა. ორბელიანის მოედანზე გამართულ დასკვნით საღამოზე მსმენელის წინაშე პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი და მაესტრო კარლო პონტი, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგნენ. ფესტივალი კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით უკვე მეშვიდედ გაიმართა. ორი კვირის განმავლობაში თბილისმა კლასიკური მუსიკის არაერთ გამორჩეულ ვარსკვლავს უმასპინძლა.

მსგავსი