„ლელო - ძლიერი საქართველოს“ განცხადება - შეფასება პოლიტიკურ სპექტრში
„ლელოს“ ინიციატივაა, რომ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები დაიწყოს „ქართულ ოცნებასთან“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებთ, პარტიის ლიდერებმა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. მათი თქმით, არსებული კრიზისიდან გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. ასევე აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.