რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რამდენიმე დღის წინ მიიღო, მიზეზი კი, ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაა. ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი დგას; აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებებს მარკ ცუკერბერგის დაკითხვა სურთ. საქმე Facebook-ის მიერ მომხმარებელთა პირადი მონაცემების Cambridge Analytica-სთვის გადაცემას ეხება. როგორც BBC წერს, მონაცემთა ანალიზის კომპანია Cambridge Analytica 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ეხმარებოდა