23 მაისი აფხაზეთის დღეა

დღეს აფხაზეთის დღეა. 23 მაისი – მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, კათოლიკოს-პატრიარქმა, 2014 წელს აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით კვირეულს მართავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მზიურის პარკში ექსპოზიციით – „კადრები აფხაზეთიდან“ გაიხსნა.

„აფხაზეთობა – 2021“-ის ფარგლებში მოხდა აფხაზეთის ისტორიული ტრადიციების სახლის გახსნა და მოეწყო ფოტოგამოფენა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ აფხაზეთის საზოგადოების გამოჩენილი წევრები: გურამ ოდიშარია, ვლადიმერ ბარქაია და რეზო სულუხია.

2014 წლიდან „აფხაზეთობა“ ტრადიციულად ყოველწლიურად სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნება.