ლოურენს უილკერსონის აღიარება  - გამოხმაურება
რა მეთოდებით აღწევდა აშშ სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარ მიზნებს – ლოურენს უილკერსონის სკანდალურ აღიარებაზე შეფასებები არ წყდება. სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და გადამდგარი პოლკოვნიკი ერთ-ერთ პოტკასტში ჰყვება, რომ ამერიკის ცენტრალური დაზვერვა კონკრეტულ მედია გამოცემებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს ყიდულობდა და ლიბერალურ დემოკრატიას საკუთარი ამოცანების მისაღწევად იყენებდა.
ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა თქვა ისიც, რომ მსგავსი პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში გამოიყენებოდა, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებისთვის უილკერსონის განცხადება იმის დადასტურებაა, რომ წლების განმავლობაში უცხოური დაფინანსება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებაში იხარჯებოდა.