გურჯაანის ღვინის ფესტივალი

გურჯაანში ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს. შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღვინის ფესტივალი 2017 წლიდან იმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილია როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები, ასევე, ევროპის საუკეთესო ღვინოები. გურჯაანის ფესტივალს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.