საკუთარი არჩევანი თბილისის 41-ე საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა. კახა კალაძის განცხადებით, მან არჩევანი ქვეყნის კეთილდღეობისა და მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთა. მაკა არჩევნიშვილი იმყოფება საირმის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე და კალაძის განცხადებას დეტალურად ახლა ჩემი კოლეგა გაგვაცნობს.