„თბილისობა 2025“

15:20, 20.09.2025

დედაქალაქში სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიების მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება. ადგილზე მისულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდებათ თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. ასევე საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები.

აბანოთუბანში მოწყობილია გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“. დღის ბოლოს კი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

„თბილისობა“ ხვალ ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტით დასრულდება.

 

 

მსგავსი