„გემოფესტი“ სამცხე-ჯავახეთში

„გემოფესტი“ ბორჯომში – ყველაზე გემრიელ ფესტივალს ამჯერად ორი დღის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთი მასპინძლობს. ფესტივალი ბორჯომის პარკში მიმდინარეობს. ადგილობრივებსა და სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები. დღის ბოლოს ჩატარდება კონცერტიც. ფესტივალის მთავარი მიზანი ტურიზმისა და ადგილობრივი კერძების პოპულარიზაციაა.