22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტი, სწორედ ბიომრავალფეროვნების დაცვა, აღდგენა და კონსერვაციაა. აჯამეთის აღკვეთილში წლებია მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, იმერული მუხის აღდგენის პროექტი. 2025 წლის მდგომარეობით, ცხრა ჰექტარ ტერიტორიაზე დარგულია 20 000-მდე იმერული და ქართული მუხის ნერგი.