22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ბიომრავალფეროვნების დაცვა, აღდგენა და კონსერვაციაა. აჯამეთის აღკვეთილში წლებია მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის – იმერული მუხის აღდგენის პროექტი. 2025 წლის მდგომარეობით, 9 ჰექტარ ტერიტორიაზე დარგულია 20 000-მდე იმერული და ქართული მუხის ნერგი.