ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი სამხედრო მოსამსახურეები არიან და კონტრაქტის ფარგლებში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში იმსახურებენ. რეკრუტებს რვაკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა.
ღონისძიების შემდეგ სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას გასცნობოდნენ, დაეთვალიერებინათ სამხედროების საცხოვრებელი პირობები, სპორტული კომპლექსი, ბრიგადის აღჭურვილობა და ტექნიკა.