21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი – უეფას 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებში უკუთვლის საათი ჩაირთო.

ტურნირი 100 დღეში იწყება. მანამდე კი ჩემპიონატისადმი მიძღვნილი საათები უკვე ჩართულია დედაქალაქში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან და ბათუმში, ცენტრალური ბულვარის შესასვლელში. ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისს აიღებს სტარტს და 8 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.