ოპოზიციური პარტიების შეხვედრა

პროტესტი და საერთაშორისო ზეწოლა – ასეთია ოპოზიციის გეგმა იმისთვის, რომ ქვეყნაში ახალი არჩევნები ჩატარდეს. ბარიერგადალახული პარტიების მორიგი სამუშაო შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დისკუსიას არ ესწრებოდა გიორგი გახარიას გუნდი. ისაუბრეს, თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები და რა ცვლილებებია ამისთვის საჭირო. ოპოზიციაში ამ მიმართულებით არის განსხვავებული პოზიციები, თუმცა, ამბობენ, რომ მთავარ პრინციპებზე თანხმობა მიღწეულია. მსჯელობის კიდევ ერთი თემაა პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობა.