საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან პარლამენტამდე მოცეკვავეების მარში გაიმართა. აქცია-პერფორმანსში მონაწილეობას იღებდნენ როგორც პროფესიონალი მოცეკვავეები, ასევე ენთუზიასტი მოქალაქეები. მსვლელობის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობამდე ხორუმით გადაადგილდებოდნენ, ხელში კი ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ეჭირათ. მათი ძირითადი მოთხოვნებია, გათავისუფლდნენ პატიმრები, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ასევე დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენეს.