მოქმედმა და ყოფილმა საჯარო მოხელეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

21:05, 11.12.2024

 საპროტესტო აქცია გამართეს მოქმედმა და ყოფილმა საჯარო მოხელეებმა. სხვადასხვა უწყების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებად და კონსტიტუციის დარღვევად აცხადებენ. აქციის მონაწილეებს შეუერთდა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილიც. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებმა მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გადაინაცვლეს.

მსგავსი