საპროტესტო აქცია თბილისში – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

15:24, 04.12.2024

პოლიტიკოსები ეხმაურებიან და გმობენ აქციების დროს განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ მიმდინარე პროტესტის დროს ძალადობის ორი მხარე არ არსებობს, მათი თქმით, სამართალდამცავები უკანონო ქმედებებს ჩადიან და არაპროპორციულ ძალას იყენებენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი ძალადობის გამოხატვის ფორმას.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებსა და ვანდალიზმზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ მსგავსი არცერთი ფაქტი გამოუძიებელი და დაუსჯელი არ დარჩება.

მსგავსი