2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
გაზრდილი ხარჯები, შეცვლილი პარამეტრები – ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია პარლამენტში დააბრუნეს.
საკანონმდებლო ორგანო მთავრობის მიერ გადამუშავებული ვარიანტის განხილვას იწყებს. ბიუჯეტი 642 მილიონითაა გაზრდილი და მისი საერთო მოცულობა 38 მილიარდ 363 მილიონ ლარს შეადგენს. განახლებულ პროექტში გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი, გათვალისწინებულია პენსიების და საჯარო სექტორის ნაწილისთვის ხელფასების მატება. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ეკონომიკის 5%-იან ზრდაზეა გათვლილი. ახალ ვერსიაში ხარჯები იზრდება არაერთი მიმართულებით, პრიორიტეტულ სფეროებს შორისაა განათლება და ინფრასტრუქტურაც. საკომიტეტო განხილვები მომდევნო კვირიდან განახლდება. შენიშვნები, რომლებიც პირველადი ვერსიის მიმართ მმართველი პარტიის წევრებსაც ჰქონდათ, გათვალისწინებულია. ოპოზიციას არც კორექტირებული ვერსია არ მოსწონს და დოკუმენტის მხარდაჭერას არ აპირებს.